ახალი ლაბორატორია

Wednesday, August 14, 2013

1.პროექტის სახელწოდება: სასარგებლო და საზიანო ხახუნი.

2.პროექტის მთავარი იდეა(1-2 წინადადებით):

  •  ხახუნის ძალის არსებობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
  • დაკვირვებების და ცდების საფუძველზე სასარგებლო და საზიანო ხახუნის შედარება და დასკვნების გამოტანა.


3.პროექტის აქტუალობა:
სხეულის მოძრაობის და უძრაობის დროს ყოველთვის წარმოიშობა ხახუნის ძალა რომელიც ზოგჯერ საზიანოა, ხოლო ზოგჯერ სასარგებლო.ამ საკითხის ირგვლივ  მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

4.პროექტის მიზნები:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ხახუნის არსებობის შესახებ. 
  • მოსწალეებმა გაიაზრონ ხახუნის წარმოქმნის მიზეზები.
  • მოსწავლეებმა შეძლონ სასარგებლო და საზიანო ხახუნის ერთმანეთისაგან გარჩევა.
  • შეძლონ საზიანო ხახუნის შემცირების გზების მითითება.
  • მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის და დაკვირვებების საფუძველზე დასკვნის გაკეთება, რომ ბუნებაში ხახუნი  უცილებელია მოვლენაა.
  • ხელი შეუწჯოს მოსწავლეებში: საკომუნიკაციო, კვლევა-ძიების, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. 

5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი/ IX-X კლასები.

6.ვადები/ ხანგძლივობა;1-2 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  •  ბლოგის შექმნა,სადაც განათავსებენ ცდების და დაკვირვების შედეგებს, ფოტო და ვიდეო მასალებს. 
  • კედლის გაზეთის გამოშვება ამ თემაზე.
  • პრეზენტაციის მომზადება.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:საკითხავი ლიტერატურა, სამუშაო ფურცლები, მარკერები,კომპიუტერი, პროექტორი.

9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:

  • მოსწავლეები შეადგენენ პროექტის გეგმას.
  • დაიყოფიან ჯგუფებად.
  • ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და აწარმოებს დაკვირვებებს მშრალი ხახუნის ძალის შესახებ.
  • მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და აწარმოებს დაკვირვებებს სველი ანუ ბლანტი ხახუნის შესახებ.
  • მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციების შეჯერებას.
  • გამოიტანენ დასკვნებს სასარგებლო და საზიანო ხახუნის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • დაკვირვებების საფუძველზე შეისწავლიან საზიანო ხახუნის შემცირების გზებს.
  • მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან.ვებ-გვერდი www.physiks.ge
  • შექმნიან პროექტს  და განახორციელებენ მას.

10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ირმა თოდიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatodidze72@gmail.com

13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: irmatodidze72.blogspot.com

No comments:

Post a Comment