2.პროექტის მთავარი იდეა(1-2 წინადადებით):
- ხახუნის ძალის არსებობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
- დაკვირვებების და ცდების საფუძველზე სასარგებლო და საზიანო ხახუნის შედარება და დასკვნების გამოტანა.
3.პროექტის აქტუალობა:
სხეულის მოძრაობის და უძრაობის დროს ყოველთვის წარმოიშობა ხახუნის ძალა რომელიც ზოგჯერ საზიანოა, ხოლო ზოგჯერ სასარგებლო.ამ საკითხის ირგვლივ მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები:
- მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ხახუნის არსებობის შესახებ.
- მოსწალეებმა გაიაზრონ ხახუნის წარმოქმნის მიზეზები.
- მოსწავლეებმა შეძლონ სასარგებლო და საზიანო ხახუნის ერთმანეთისაგან გარჩევა.
- შეძლონ საზიანო ხახუნის შემცირების გზების მითითება.
- მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის და დაკვირვებების საფუძველზე დასკვნის გაკეთება, რომ ბუნებაში ხახუნი უცილებელია მოვლენაა.
- ხელი შეუწჯოს მოსწავლეებში: საკომუნიკაციო, კვლევა-ძიების, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი/ IX-X კლასები.
6.ვადები/ ხანგძლივობა;1-2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- ბლოგის შექმნა,სადაც განათავსებენ ცდების და დაკვირვების შედეგებს, ფოტო და ვიდეო მასალებს.
- კედლის გაზეთის გამოშვება ამ თემაზე.
- პრეზენტაციის მომზადება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:საკითხავი ლიტერატურა, სამუშაო ფურცლები, მარკერები,კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
- მოსწავლეები შეადგენენ პროექტის გეგმას.
- დაიყოფიან ჯგუფებად.
- ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და აწარმოებს დაკვირვებებს მშრალი ხახუნის ძალის შესახებ.
- მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას და აწარმოებს დაკვირვებებს სველი ანუ ბლანტი ხახუნის შესახებ.
- მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციების შეჯერებას.
- გამოიტანენ დასკვნებს სასარგებლო და საზიანო ხახუნის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- დაკვირვებების საფუძველზე შეისწავლიან საზიანო ხახუნის შემცირების გზებს.
- მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან.ვებ-გვერდი www.physiks.ge
- შექმნიან პროექტს და განახორციელებენ მას.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ირმა თოდიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatodidze72@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: irmatodidze72.blogspot.com